„ქალაქი და ძაღლები” კადეტთა კორპუსში შეყრილი ბიჭების ამბავია; ვინ „გამოსასწორებლად" შემოუყვანიათ აქ მშობლებს, ვინ მომავალი კარიერის შესაქმნელად. მათი სამყარო სასტიკი ძალადობის სამყაროა, სადაც მახინჯდება ყმაწვილთა სული, სადაც მხოლოდ ერთი კანონი მეფობს – არ იღუპება ის, ვისაც შეგუების უნარი გააჩნია. ახალგაზრდობის ცხოვრებაა ასახული აგრეთვე მოთხრობაშიც – „ლეკვები“.