ავტორის შესახებ
ხორხე მარიო ვარგას ლიოსა ( დ.28 მარტი, 1936 ) – პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და 2010 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი. ლიოსა ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორია. მარიო ვარგას ლიოსა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი რომანისტი და ესეისტია. ზოგიერთ კრიტიკოსის აზრით, მან ლათინოამერიკელთაგან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე. 2010 წელს ნობელის პრემია „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიანიჭეს.