,,ეს არის რომანი სოლომონ დოდაშვილის ცხოვრებისა – წიგნი დიდ მოაზროვნესა და მამულიშვილზე, რომელიც ოცდაშვიდი წლისა მოსწყვიტეს ასპარეზს, მაგრამ მადლიერმა ერმა უკვდავთა შორის შერაცხა. გარდამავალი ეპოქის რთული მოვლენების ფონზე, განსხვავებული ხასიათის ადამიანთა ურთიერთობებში თავისებურად მჟღავნდება პიროვნებისა და ისტორიული ვითარების პირისპირ დგომა, პატრიოტული მსხვერპლის შარავანდედი, გამორჩეულობის ტრაგიზმი, უდროობისა და მედროვეობის სოციალური შინაარსი და ფსიქოლოგია".