ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჩემი რჩეული მსოფლიო, პირანდელო, ტ. 2 – სერაფინო გუბიოს, ოპერატორის, ჩანაწერები

მთარგმნელიმერი ტიტვინიძე
გამოცემის წელი2018
გამომცემლობაპალიტრა L

სერაფინო კინო ოპერატორია, რომელიც კინო-კომპანიაში მუშაობს და პირად დღიურს აწარმოებს. სადაც აღწერს საკუთარ თანამშრომელთა ამბებს, განსაკუთრებით დიდი ინტერესით რუსი მსახიობი ქალის, ვარია ნესტოროვას ცხოვრებას აღწერს. წიგნი პირველად 1915 წელს გამოქვეყნდა სათაურით „ტრიალებს...“. რომანმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება როგორც ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით, ასევე თავისებური, განსხვავებული ფორმითა და შინაარსით, მით უმეტეს, რომ ეს იყო პირველი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც გვაცნობს კინოს დაბადების პირველ წლებს ევროპასა და კერძოდ იტალიაში. იმ ეტაპზე კინემატოგრაფი ხელოვნების ახალი დარგი იყო, რომელმაც გამოიწვია დიდი ინტერესიც და აზრთა დიდი სხვადასხვაობაც, რადგან კინემატოგრაფი, ერთი მხრივ აღიქმებოდა ხელოვნებად, მეორე მხრივ - ინდუსტრიად, მრეწველობად, ანდა სულაც - „ბიზნესად“.