ავტორის შესახებ
ლუიჯი პირანდელო (დ. 28 ივნისი, 1867, აგრიჯენტო — გ. 10 დეკემბერი, 1936, რომი) — იტალიელი დრამატურგი, რომანისტი, ესეისტი და პოეტი. პირანდელოს უდიდესი წვლილი მისი პიესებია. 1934 წელს პირანდელოს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში, „მისი შეუპოვარი და გონებამახვილური შემოქმედებისათვის დრამასა და სასცენო ხელოვნებაში“. მწერლის შემოქმედება მოიცავს რომანებს, ასობით პატარა მოთხრობასა და 40 პიესას, რომელთაგანაც ზოგიერთი სიცილიურადაა დაწერილი. პირანდელოს ტრაგიკული ფარსები ხშირად განიხილება, როგორც აბსურდის თეატრის წინამორბედები.