წინამდებარე წიგნი განიხილავს ძველი და ახალი ქართული პოეტური ენის საკითხებს. წიგნში წარმოდგენილ შრომათაგან პირველი ორი ქართული ლექსის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს –– რითმას ეხება, მესამე „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სადავო ადგილის წაკითხვას განიხილავს ხოლო მეოთხე და მეხუთე ძველ ქართულ სასულიერო მწერლობაში ახლად აღმოჩენილი ლექსების ბუნებასა და თავისებურებას არკვევს.