„„ორი მდინარის შესაყარზე“ დამოუკიდებელი წიგნიცაა და თავისებური გაგრძელებაც როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანისა „აგვისტოს შვილები (მამაჩემი ოთარ ჩხეიძე)“. წიგნის ქვესათაური – „ვარიაციები „ჩემი სავანის“ თემებზე“ – მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ავტორს ხელთ უპყრია ოთარ ჩხეიძის ამ სახელწოდების რომანი, ხასიათებისა და პორტრეტების თავისებური გალერეა, და ახალი მასალებითა თუ ცნობებით ავსებს იქ ნაგულისხმევსა თუ თხრობის მიღმა დარჩენილს".