ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მზის იმპერია

მთარგმნელიზაზა ჭილაძე
გამოცემის წელი2022
რედაქტორიანა ჭაბაშვილი

„მზის იმპერია“ ჯეიმს ბალარდის ავტობიოგრაფიული რომანია. არსებობს მისი ეკრანიზაციაც. ამავე სახელწოდების ფილმი 1987 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო.

ჯეიმი გრემი თერთმეტი წლის ბიჭია. ის მშობლებთან ერთად უზრუნველად ცხოვრობს ჩინეთში, შანხაის მდიდრულ უბანში. მას პირადი მძღოლი დაატარებს კინოთეატრებში. მაგრამ 1941 წელს იაპონელები თავს ესხმიან ჩინეთს და იწყება საშინელი ომი. ქუჩის არეულობაში ხალხის ტალღა ჯეიმის დედას დააშორებს. პატარა ბიჭი მარტოდმარტო აღმოჩნდება მრავალმილიონიან ქალაქში. შემდეგ ის სამ წელს ატარებს იაპონელების სამოქალაქო პირთა საკონცენტრაციო ბანაკში. იქ შიმშილი, წყურვილი, სიკვდილი და სისხლი მეფობს. თუმცა ეს პატარა ბიჭი არ კარგავს საუკეთესო თვისებებს: ადამიანობას, თანალმობას, მოყვასის სიყვარულს.