ამერიკელი მწერლის, ტიმ ო’ბრაიენის „რასაც თან დაათრევდნენ“ ერთი ოცეულის ჯარისკაცების თავგადასავალზე მოგვითხრობს ვიეტნამის ომში. ავტორმა - თავად ვიეტნამის ომის ვეტერანმა - ამ მოკლე-მოკლე მოთხრობების ერთ კრებულად გაერთიანებით ომის აბსურდულობის მკაფიოდ წარმოჩენა და მკითხველზე გამაოგნებელი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო.

