წინამდებარე ნაშრომში საარქივო დოკუმენტების, პრესის, ეპისტოლარული მასალებისა და სპეციალური ლიტერატურის საფუძველზე გადმოცემულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო-თავდაცვითი, სამეურნეო-კულტურული და პატრიოტული საქმიანობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1939-1945 წწ); გაანალიზებულია აჭარის წარგზავნილთა მონაწილეობა და თავდადება ომის ფრონტებზე, პარტიზანულ და წინააღმდეგობის მოძრაობაში, აგრეთვე მოსახლეობის წვლილი ფაშიზმზე ძლევამოსილ გამარჯვებაში ფრონტზე და ზურგში.

