ავტორის შესახებ
აბელ სურგულაძე – ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, პროფესორი. იკვლევდა საქართველოს XVIII-XX საუკუნეების საკვანძო საკითხებსა და აჭარის ისტორიის პრობლემებს. მეცნიერმა მოღვაწეობის 45 წლის მანძილზე გამოაქვეყნა 30-მდე წიგნი, 400-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მოგონებები გამოჩენილ ადამიანებსა და მამულიშვილებზე.