"კრებულში წარმოდგენილი მასალა იმის მაჩვენებელია, რომ მოლექსეობას ადრიდანვე ძლიერი ტრადიცია აქვს საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ კრებულში შეტანილი ლექსების მეტი წილი სასიმღეროა. ზოგ ლექსს საკუთარი მელოდიაც გააჩნია. ეს ლექსები იმღერებოდა ხალხური საკრავების თანხლებითა და მის გარეშეც –– სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა დანიშნულებით".