ივანე ლოლაშვილის „არეოპაგიტიკის პრობლემები" წარმოადგენს ვრცელ ფილოლოგიურ გამოკვლევას, რომელშიც მიმოხილულია
მსოფლიოს მეცნიერთათვის სადავო და საინტერესო საკითხები დიდი საეკლესიო მწერლის ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და მეხუთე საუკუნის გამოჩენილი ქართველი საზღვარგარეთელი მოღვაწის პეტრე იბერიელის ვინაობის შესახებ.