ავტორის შესახებ
ივანე ლოლაშვილი ( დ. 26 დეკემბერი, 1918 – გ. მაისი, 1984 ) – ქართველი ლიტერატურათმცოდნე. შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი 1972 წ-დან. გამოიკვლია V-XVIIIსს. ქართული ლიტერატურისა და ფილოსოფიური აზრის ისტორიული საკითხები. მისი ნაშრომებია: "ძველი ქართველი მეხოტბენი"(I-II, 1957-64), "არეოპაგიტიკის პრობლემები" (1972), "ფსევდოდიონისესა და პეტრე იბერიელის იდენტურობის პრობლემა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაში" (1973), "არსენ იყალთოელი" (1978). 1968 წელს გამოსცა იოანე პეტრიწის "სათნოებათა კიბე" ვრცელი გამოკვლევებითა და კომენტარებით. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1967), პროფესორი(1973).