იტალო კალვინო იტალიურ ლიტერატურაში ომის შემდეგ მოსულ მწერალთა თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი ფაშიზმთან ბრძოლაში გამოიწრთო და დავაჟკაცდა, იყო წინააღმდეგობის მონაწილე. ამ მოძრაობას მიუძღვნა თავისი პირველი რომანი. შემდგომ ამისა, გამოაქვეყნა რამდენიმე ათეული მოთხრობა და ტრილოგია. იმ კრებულის შედგენის დროს, რომელიც საფუძვლად დაედო ამ წიგნს, იტალო კალვინომ მოთხრობები თემების მიხედვით გააერთიანა. სხვადასხვა წელს გამოქვეყნებული ნაწარმოებები საერთო თემით არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ავსებს, აგრძელებს ერთი მეორეს და გვიხატავს თანამედროვე იტალიის, კაპიტალისტური სამყაროს ცხოვრების სურათებს.