ავტორის ძირითად მიზანს, როგორც ეს თხზულების სათაურიდან ჩანს, წარმოადგენს ერეკლე II-ის მოღვაწეობის შეფასება, რაც თავის მხრივ, უშუალოდ არის დაკავშირებული აღნიშნული პერიოდის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის გადმოცემასთან. ნაშრომის ერთ-ერთ ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ ომან ხერხეულიძე მის მიერ აღწერილ ისტორიულ მოვლენათა დიდი ნაწილის თვითმხილველი და თანამედროვეა.