წიგნი რუსული კულტურის ერთ-ერთ საუკეთესო ანალიზს გვთავაზობს და თავისი მასშტაბურობით, სიღრმითა და ავტორის შესანიშნავი წერის სტილით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. წიგნი პეტრე დიდის მიერ სანქტ-პეტერბურგის აღმშენებლობით იწყება და საბჭოთა რეჟიმის ანალიზით სრულდება. ფაიჯესი მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდნენ მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები თავად რუსეთის იდეას, მის ხასიათს, სულიერ არსსა და ბედისწერას. ის ოსტატურად იყენებს ისეთ უდიდეს ნაშრომებს, როგორებიცაა დოსტოევსკის, სტრავინსკისა და შაგალის ნაწარმოებები. ფოლკლორული/ტრადიციული ნაქარგების, გლეხების სიმღერების, რელიგიური ხატებისა და ყოველდღიური წეს-ჩვეულებების ფონზე, ფაიჯესი „რუსობის“ არსს წარმოგვიდგენს.