,,წინამდებარე ალბომი წარმოადგენს კასტელის ჩანახატების პირველ სრულ პუბლიკაციას, რომელთა დედნები დაცულია პალერმოში. მათში ვხვდებით თეიმურაზ პირველის, გიორგი სააკაძის, ნიკოლოზ ირბახის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, სვანეთის, ჩერქეზეთის მთავრებისა თუ სხვების სურათს. განსაკუთრებით საყურადღებოა ქართული ხელოსნობის, მიწათმოქმედების ჩაცმულობის, სამშენებლო ხელოვნების ამსახველი ჩანახატები, ცეკვები, სასიმღერო ტექსტები, მოიპოვება ქართულ გამოთქმათა დაწერილობანიც".