2006 წლის 16 თებერვალს დაფინანსდა პროექტი „სოციოლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე საქართველოში", რომლის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის თანამედროვე სტატუსისა და ფუნქციონირების საკითხის სოციოლინგვისტური ასპექტის შესწავლა და მეორე მხრივ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ენათა (სამეტყველო კოდების) სოციოლინგვისტურ ანალიზი იყო. წინამდებარე ნაშრომში ქართველურ ენათა ჯგუფის მიერ 2006-2008 წლებში განხორციელებული სამუშაოს შედეგებია თავმოყრილი.