ავტორის შესახებ
მანანა თანდაშვილი ( დ. 22 მაისი, 1960, თბილისი ) – გერმანიაში მცხოვრები ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), ქართველი ჰუმბოლტიანელი (1999), ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი (2002 წლიდან), საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების ექსპერტი კავკასიოლოგიის დარგში (2009), მრავალი სამეცნიერო და კულტურული საზოგადოების შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი (ფრანკფურტის ლინგვისტური წრე, ბათუმის საზაფხულო სკოლა, ქართული კულტურის ფორუმი, ფრანკფურტის საკვირაო სკოლა, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი), თბილისის საპატიო მოქალაქე.