მონოგრაფია წარმოადგენს ქართული ეპოსის უაღრესი ფენის კვლევის ცდას. ამ მასალაში აღბეჭდილია ჩვენი ხალხის უძველესი წარმოდგენები. ამავე დროს იგი პოეტური შემოქმედების მაღალმხატვრულ ნიმუშებს მოიცავს. მონოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სამონადირეო ეპოსის მხატვრული სახეების პოეტური ხერხებისა და შესრულების ტრადიციას კვლევას.