„ბალავარიანი“ შუა საუკუნეების განთქმული რომანია, რომელშიც აღწერილია ბუდას ცხოვრება. თხრობას ამშვენებს შიგჩართული არაკები. იგი ცნობილია მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა მწერლობაში. უპირატესად ყურადღება ექცევა არაბულ, ქართულ და ბერძნულ ვერსიებს. ნაშრომში განხილულია „ბალავარიანის ნაკლებად" შესწავლილი სპარსული ვერსიები, მათი ადგილი აღმოსავლურ რედაქციათა შორის და მნიშვნელობა ქართული ვერსიის წყაროს შესწავლისათვის.