ავტორის შესახებ
ალექსანდრე გვახარია (დ. 30 ივლისი, 1929, თბილისი — გ. 2002) — ქართველი აღმოსავლეთმოცნდე, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ლიტერატურის ისტორიას და ქართულ–სპარსული ლიტერატურის ურთიერთობათა საკითხებს. თანამშრომლობდა „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში. 1989 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.