წიგნი ეხება თანამედროვე ქართული ლიტერატურის საკითხებს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან, საბჭოური კულტურული პოლიტიკის დამკვიდრებიდან დღემდე. შესაბამისად, განხილულია ის კულტურულ-ესთეტიკური პრობლემები, რასაც ქართული ლიტერატურა აწყდება ცვალებადი პოლიტიკური, იდეოლოგიური გარემოს პირობებში. ასევე, ნაჩვენებია, თუ როგორ ახდენს მწერლობა ამ პრობლემებზე რეაგირებას.