ნაშრომში, სხვა წყაროებთან შეჯერებით, გაანალიზებულია XII ს-ის დასასრულისა და XIII ს-ის დასაწყისის ქართული ლაპიდარული წარწერების ცნობები ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. წარმოჩენილია ამ პერიოდის ქართული დამწერლობის ზოგი თავისებურება, განხილულია ლაპიდარული წარწერების ტიპები, რომელთა შორის საგანგებოდაა გამოყოფილი ხელის გამოსახულებიანი სტელები რომლებიც წარმოადგენენ სამეფო და საუფლისწულო მიწისმფლობელობის დამადასტურებელ იურიდიულ აქტებს, წარწერათა ანალიზის საფუძველზე დადგენილია სამეფო დომენის გამგებლობაში მონაწილე მოხელეთა ქრონოლოგიური რიგი, ეპიგრაფიკული ძეგლების გადათარიღებით დაზუსტებულია ამ პერიოდის ზოგი ისტორიული მოვლენის ქრონოლოგია.