ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კრიტიკული ეტიუდები. წ. 1

გამოცემის წელი1958
გამომცემლობასაბჭოთა საქართველო

ეს წიგნი მიზნად ისახავს გაამუქოს მე-19 საუკუნის ქართული მწერლობის რამდენიმე საკითხი რუსეთისა და ევროპის ლიტერატურასთან დაკავშირებით. უმთავრესად განხილულია რომანტიზმისა და რეალიზმის პრობლემები კრიტიკულ-ესთეტიკური თვალთახედვით. 
„კრიტიკული ეტიუდების“ ეს პირველი ნაწილი 1950 წელს გამოვიდა, ხოლო მეორე ნაწილი – 1955 წელს. ორივე წიგნი მოიცავს მე-19 საუკუნის ქართულ და რუსულ ლიტერატურას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მეორე ნაწილის უკანასკნელ ეტიუდს გიორგი ლეონიძის შესახებ, რომელიც არსებითად მესამე ნაწილში უნდა მოთავსებულიყო.
ძირითადი ცვლილება, რომელიც ამ გამოცემამ განიცადა, ის არის, რომ დამატებულია ეტიუდები – ,ბედი ქართლისა“ და „სერგეი მესხის ლიტერატურული შეხედულებანი“, სამაგიეროდ, მესამე ნაწილშია გადატანილი „შალვა დადიანი“, „ლეო ქიაჩელი“, „იოსებ გრიშაშვილი“. 
„კრიტიკული ეტიუდების“ მესამე ნაწილი მთლიანად მიეძღვნება ქართული საბჭოთა ლიტერატურის წარმომადგენლების შემოქმედებას, აგრეთვე რამდენიმე აქტუალური თეორიული საკითხის გარკვევას. 
როგორც წინა გამოცემებში მივუთითებდით, „კრიტიკული ეტიუდების“ ძირითადი მიზანია დახმარება გაუწიოს მოსწავლე ახალგაზრდობას და ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველებს. მსჯავრიც მათთვის მიგვინდვია.

ავტორი