ავტორის შესახებ
გიორგი ჯიბლაძე (დ. 27 აპრილი, 1913, ქუთაისი — გ. 23 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესთეტიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სსრ კავშირის პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-დამფუძნებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.