ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921

ავტორიერიკ ლი
მთარგმნელიქეთი ქანთარია
გამოცემის წელი2018
გამომცემლობაპოლიგრაფი
რედაქტორიგიორგი მამულია

ერიკ ლის „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაწერილი სხვა წიგნებისაგან განსხვავებით, საქართველოს განიხილავს, როგორ პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. წიგნი მიზნად ისახავს მკითხველს დაანახოს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ. წიგნში განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკაც, როგორც 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი. ავტორი მოგვითხრობს იმ რეფორმებზე, რომლის გატარებაც მოასწრო პირველმა რესპუბლიკამ არსებობის სამ წელიწადში და განიხილავს პროფესიონალური კავშირებისა და კოოპერატივების მდგომარეობას.