გენერალი აუგუსტო პინოჩეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთამერიკელი პოლიტიკოსია. ყოფილი დიქტატორის სახელი კარგად ახსოვთ აზიასა და აფრიკაში, ორსავე ამერიკასა და ევროპაში. პინოჩეტი შეიძლება, თამამად მოვიხსენიოთ ფრანსისკო ფრანკოს, იოსებ სტალინის, ფერდინანდ მარკოსისა თუ ირანის შაჰის გვერდით. წიგნის მიზანია, გაარკვიოს, რა გავლენა მოახდინა პინოჩეტმა თანამედროვე ისტორიაზე, ახსნას ის არაერთი სიმბოლო თუ არაერთგვაროვანი მიდგომა, მისი პიროვნება რომ აჩენს.