ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კრიტიკული ეტიუდები წ. 2

გამოცემის წელი1955
გამომცემლობასახელგამი

„კრიტიკული ეტიუდების“ პირველი ნაწილი 1945 წელს გამოვიდა, მაგრამ სრული არ იყო. ამან გვაფიქრებინა, 1950 წელს მეორე გამოცემა მიგვეწოდებინა მკითხველისათვის შევსებული და ნაწილობრივ შესწორებული სახით. რაც შეეხება მეორე ნაწილის ამ გამოცემას, თემატიკურად იგი არ წარმოადგენს პირველის გაგრძელებას, თუმცა ძირითადი დანიშნულებისა და ხასიათის მიხედვით მთლიანად მისგან გამომდინარეობს. 
თითოეული ეტიუდი, რომელიც ჩვენი წიგნის მეორე ნაწილში შევიდა, დაწერილია სხვადასხვა დროის და დღემდე სრული სახით არ ყოფილა გამოქვეყნებული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ „ვაჟა-ფშაველას“ პირველ ნახევარს, „ნიკოლოზ ჩერნიშევსკის“ და რამდენიმე თავს „ბესარიონ ბელინსკიდან«“ (ამ ნაშრომის ზოგიერთი ნაწილი გამოყენებულ იქნა ბელინსკის თხზულებათა ქართული. გამოცემის პირველი ტომის წინასიტყვაობაში). რაც შეეხება ეტიუდებს „დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე და „გიორგი ლეონიძე“ პირველად ქვეყნდება. 
ამ სახით გამოდის „კრიტიკული ეტიუდების" მეორე წიგნი, რომელსაც, ისევე როგორც პირველს, ერთი მიზანი აქვს: დახმარება გაუწიოს ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველებსა და მოსწავლე ახალგაზრდობას. 

ავტორი