ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კრიტიკული ეტიუდები. წ. 3

გამოცემის წელი1959
გამომცემლობაცოდნა

ეს წიგნი პირველად გამოდის და მთლიანად ეძღვნება XX საუკუნის ქართულ ლიტერატურას. ყველაფერი, რაც ამ თემაზე დაგვიწერია, აქ არ არის მოთავსებული, ვინაიდან მოცულობა ვერ აიტანდა, გარდა ამისა, ხელს შეუშლიდა თვით ნაშრომის მთლიანობას. 
როგორც ადრე მითითებული გვქონდა, „კრიტიკული ეტიუდების“ დანიშნულებაა დახმარება გაუწიოს ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველებსა და მოსწავლე ახალგაზრდობას. ამ მიზნით დაიწერა მისი პირველი ნაწილი (1950, 1958 წლების გამოცემა), მეორე ნაწილი (1955 წლის გამოცემა), და ეს, მესამე ნაწილიც, ანალოგიური ხასიათისაა. ორი უკანასკნელი წერილი – „პოეზიის მხატვრული სახეები“ და „ქართული მხატვრული პროზა“ საბჭოთა ლიტერატურის ზოგიერთი საკითხის თეორიული ანალიზის ცდას წარმოადგენს, პირველი მოფიქრებული გვქონდა, როგორც ქართული საბჭოთა პოეზიის ვრცელი ესთეტიკურ-პოეტიკური განხილვა, მაგრამ მისი გაგრძელების საშუალება აღარ მოგვეცა, თვით ესთეტიკური კატეგორიების გარკვევისათვის მუშაობაზე გადასვლის გამო. რაც დაიწერა, ის მხოლოდ შესავლის ნაწილია. იმედს არ ვკარგავთ, რომ ამ თემას ისევ დავუბრუნდებით.
თუ ეს წიგნი, როგორც პირველი და მეორე, ოდნავ მაინც დაეხმარება იმათ, ვისთვისაც განკუთვნილია, სხვა პრეტენზია კი არცერთ მათგანს არ გააჩნია, ჩვენს მუშაობას მაშინ ამაოდ არ მივიჩნევთ.

ავტორი