ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

რუსთაველის ესთეტიკური სამყარო

გამოცემის წელი1966
გამომცემლობაგანათლება

რუსთაველის ესთეტიკური სამყაროს შესწავლას ჩვენ მაშინ შევუდექით, როცა მხატვრული ცნობიერების ზოგადი პრობლემატიკის გარკვევა დავიწყეთ. მონოგრაფიაში – „პრობლემა ბუნებისა და ხელოვნების მშვენიერებისა“, რომელიც 1938 წლის ივლისში დაიწერა, ხოლო ცალკე წიგნად 1940 წელს გამოვიდა, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ზოგადი კანონი გვაქვს აღნიშნული, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის“ ესთეტიკასა და პოეტიკას უშუალოდ ეხებიან. შემდეგ, ერთხანს, სხვა საკითხებზე მუშაობამ შეგვაწყვეტინა განზრახული სურვილის შესრულება – დაგვეწერა მონოგრაფიული გამოკვლევა – „რუსთაველის ესთეტიკური სამყარო“, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო ჩვენი უბადლო ეროვნული ძეგლის, ქართული პოეტური გენიის – „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ ღირსებათა თეორიული ცხადყოფა, იმის ჩვენება, თუ რაში მდგომარეობს რუსთაველის, როგორც ხელოვანის, სიდიადე. რა შეადგენს მისი პოემის უკვდავებას. 

ავტორი