„ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის“ მესამე წიგნი ეძღვნება სალიტერატურო ჟურნალებს – „საქართველოს მოამბეს“ და ,,კრებულს". მასში გაშუქებულია ამ ორგანოების მოღვაწეობის მთავარი პრობლემები, მათი როლი ქართული საზოგადოებრივი აზროვნების, მწერლობისა და კულტურის განვითარებაში. ნაჩვენებია თერგდალეულთა ბრძოლა მაღალიდეური, მაღალმხატვრული ხელოვნებისათვის, ეპოქის მოწინავე შეხედულებების დასამკვიდრებლად. აღდგენილია მივიწყებულ მწერალთა და ჟურნალისტთა პორტრეტები, დახასიათებულია მათი საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოღვაწეობა 60-იან წლებში.