ნაშრომში „რუსთაველი და თამარის ისტორიკოსთა ვინაობის პრობლემა“ განხილულია რუსთველოლოგიისა და კლასიკური ხანის ქართული საისტორიო მწერლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები: არის თუ არა შოთა რუსთაველი თამარ მეფის ცხოვრების აღმწერი, სანდოა თუ არა ანტონ ბაგრატიონის ცნობა რუსთაველის საისტორიო თხზულების შესახებ, როგორია შედგენილობა თამარის მატიანეებისას „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა“ და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანისა“, რა საისტორიო წყაროებით სარგებლობდნენ ვახტანგის „სწავლული კაცები“, როდესაც მათ თამარ მეფის ცხოვრების შევსებული რედაქცია შეიმუშავეს, და ვინ არიან ამ „ისტორიათა“ ავტორები?