არსებული ლიტერატურის, მოგონებებისა და სხვა მასალების საფუძველზე, ნაშრომში გაშუქებულია სამი დიდი სახელმწიფოს (სსრ კავშირი, აშშ, ინგლისი) მთავრობათა მეთაურების (ი. სტალინი, ფ. რუზველტი, უ. ჩერჩილი) თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციების მომზადება და მსვლელობა, მიღებულ გადაწყვეტილებათა როლი მეორე მსოფლიო ომში, ანტიფაშისტური კოალიციის განმტკიცება, ომისშემდგომი მსოფლიოს დემოკრატიული მოწყობის, მშვიდობისა და საყოველთაო უშიშროების უზრუნველყოფის საქმეში. აქვე მხილებულია ისტორიის ფალსიფიკატორები, რომლებიც ცდილობენ აღნიშნული კონფერენციების მნიშვნელობის დაკნინება-გაყალბებას. ამდენად წიგნი საინტერესოა კონტრპროპაგანდისტური თვალსაზრისითაც.