ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი. ნაკვ. 2

გამოცემის წელი1988
გამომცემლობამეცნიერება

ნაშრომით მთავრდება 1 ს-ის ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის თხზულების, „მოთხრობანტი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი”–” დღემდე გამოუქვეყნებელი ძველი ქართული თარგმანის პუბლიკაცია. 1 ნაკვეთი, რომელიც მოიცავს გამოკვლევასა და ტექსტის ნაწილს, გამოიცა 1987 წელს. იოსებ ფლავიუსის ისტორიული თხზულების ქართულ ენაზე თარგმნა არის გამოხმაურება იმ დიდი დაინტერესებისა ანტიკურობით, რომელიც განსაკუთრებით გაღრმავდა XII ს-ის საქართველოში. ეს ძეგლი წარმოადგენ XIL -ის ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის საინტერესო ნიმუშს. იგი მნიშვნელოვანი წყაროა იმ ეპოქის ქართული“ ენისა და ქართული სოციალური ტერმინოლოგიის შესასწავლად. წინამდებარე ნაკვეთი შეიცავს თარგმანის უკანასკნელი რვა წიგნის (VII კრიტიკულად დადგენილ ტექსტს, ლექსიკონს, საკუთარ და ეთნიკურ)- ხელთა საძიებელს. ლექსიკონი ასახავს ძველი ქართული ენის ლექსიკური ფონდის სიმდიდრეს. დადგენილია ცალკეული ლექსიკური ერთეულების პირველადი მნიშვნელობებისაგან განსხვავებული მნიშვნელობები საკუთარ და ეთნიკურ სახელთა კომენტირებულ საძიებელში, რომელიც მოიცავს 2600-მდე ერთეულს, თავმოყრილია ცნობები მრავალი ისტორიული პირის თუ გეოგრაფიული პუნქტსა და ეთნიკური სახელის შესახებ.