ავტორის შესახებ
იოსებ ფლავიუსი (ბერძ. Φλάβιος Ἰώσηπος, ებრ. יוסף בן מתתיהו; დ. დაახლ. 37, იერუსალიმი — გ. დაახლ. 100, რომი) — ებრაელი ისტორიკოსი. წარმოშობით მაღალი სამღვდელოების წრიდან. აქტიურად მოღვაწეობდა იუდეის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იუდეველთა ომში (66-73 წწ.) რომის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც მხედართმთავარი, შემდეგ რომაელთა მხარეზე გადავიდა და მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივსაცემად ფლავიუსი დაირქვა. იერუსალიმის გარემოცვისა და დანგრევის დროს, როგორც თარჯიმანი, რომაელთა ბანაკში იყო. შემდეგ რომში დასახლდა და რომის მოქალაქეობა მიიღო. აქვე დაწერა ისტორიული თხზულებები: „იუდეველთა ომი“, „იუდეის სიძველენი“, „იუდეის ხალხის ძველი წარმოშობის შესახებ“, „აპიონის წინააღმდეგ“.