ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი. ნაკვ. 1

გამოცემის წელი1987
გამომცემლობამეცნიერება

ნაშრომში იბეჭდება I ს-ის ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის თხზულების, „მოთხბრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანის“ ძველი ქართული თარგმანი. XII ს-ში საქართველოში შეიმჩნევა დიდი დაინტერესება ანტიკურობით. ისტორიულ ნაშრომთა შორის, რომლებიც ქართულად ითარგმნა, ფლავიუსის თხზულება ერთ-ერთი პირველთაგანია. ეს ძეგლი წარმოადგენს XII ს-ის ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის საინტერესო ნიმუშს. იგი მნიშვნელოვანი წყაროა იმ ეპოქის ქართული ენისა და ქართული სოციალური ტერმინოლოგიის შესასწავლად. წინამდებარე ნაკვეთი შეიცავს, გამოკვლევასა და თხზულების პირველი 7 წიგნის კრიტიკულად აღდგენილ ტექსტს. ტექსტის დანარჩენი ნაწილისა და სამეცნიერო აპარატის გამოქვეყნება ივარაუდება გამოცემის II ნაკვეთში.