ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ტოტემიზმი დღეს

მთარგმნელიმერაბ მიქელაძე
გამოცემის წელი2010
გამომცემლობააგორა
რედაქტორინინო აბაკელია

ცნობილმა ფრანგმა ეთნოლოგმა და ანთროპოლოგმა, კლოდ ლევი-სტროსმა გასული საუკუნის მეორე ნახევარში დიდი როლი ითამაშა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განვითარებაში. ეთნოგრაფია, მითოლოგია, ნათესაობის პრობლემატიკა, ტოტემიზმი – ეს ის სფეროებია, რომელთაც ფრანგი მეცნიერი იკვლევდა. კლოდ ლევი-სტროსს სტრუქტურული თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევენ.
პირველი სამეცნიერო შრომები ბრაზილიის ინდიელებს ეხებოდა, რომელთა ცხოვრებაც 1935-1939 წლებში შეისწავლა. კვლევების საფუძველზე დაწერა „ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები,” რომელიც 1949 წელს გამოქვეყნდა. „ტოტემიზმი დღეს” 1962 წელს გამოიცა და მასში ამ თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო საკითხია მიმოხილული.
კლოდ ლევი-სტროსი კიდევ რამდენიმე საინტერესო კვლევის ავტორია, რომლებიც კლასიკური სამეცნიერო ნაშრომებს სცილდება და საკითხავ ლიტერატურას უახლოვდება. მათ შორისაა, „სევდიანი ტროპიკები,” რომელმაც ავტორს ფართო აღიარება მოუტანა; ფუნდამენტურ კვლევათაგან აღსანიშნავია „ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები,” „მოდგმა და ისტორია” და სხვა.