ავტორის შესახებ
ნინო აბაკელია (დ. 16 ნოემბერი, 1950, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენა და ლიტერატურა), 1973 წელს. 1974 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში; კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.