,,ნაწარმოები მრავალმხრივ იქცევს ყურადღებას. თავისებურია ყალმუხური ეპოსის სტილი და მსოფლშეგრძნება. არაბულ- ირანული კულტურის ზეგავლენა, რომელიც საერთოდ ძალიან გავრცელებულია აზიის ხალხთა ლიტერატურაში, ყალმუხთა ეპოსში და კერძოდ „ჯანგარში“ არ ჩანს. „ჯანგარი" - თავისი მხურვალე, აღგზნებული ფანტაზიით უფრო ინდურსა და ჩინურ ლიტერატურას ენათესავება" – გიორგი ნატროშვილი.