ავტორის შესახებ
ირაკლი აბაშიძე ( დ. 10 სექტემბერი ან 23 ნოემბერი , 1909, ხონი – გ. 14 იანვარი, 1992, თბილისი ) – ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1957-1959 წლებში. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სოციალისტური შრომის გმირი (1979), რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1965), ლენინის ორდენის კავალერი (1958, 1966, 1969, 1979).