მონოგრაფიაში შესწავლილია ქართულ კულტურულ მეხსიერებაში გამოვლენილი უძველესი კოსმოლოგიური კონცეპტები და არქაული რელიგიური სიმბოლოები, რომლებიც რწმენა-წარმოდგენათა სისტემაში, მსოფლაღქმაში, ყოველდღიურ ქმედებებსა და რიტუალებში ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება.
ქართულ ტრადიციას არ შემოუნახავს ბაბილონური ენუმა ელიშის მსგავსი შესაქმის მითი და ამიტომ, წინამდებარე მონოგრაფიის კვლევის წყაროდ იქცა მნიშვნელობათა ფართო სპექტრის მქონე რიტუალი როგორც სიმბოლური აქტივობის გამოხატულება, რომელიც მოიცავს სხვადასხვაგვარ სივრცეს, აღქმის ფორმასა და რეალურის კონცეპტუალიზაციებს. რამდენადაც კულტურა განიხილება როგორც სოციალიზაციისა და წეს-ჩვეულებათა შედეგი, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული კულტურულ მეხსიერებასთან, ამდენად მონოგრაფიის თეორიული ჩარჩო აგებულია ჰალბვაქსის, ლოტმანის, ასმანის, ვან გენეპის, ტერნერის, გირცის და სხვათა მთავარ თეორიულ პოსტულატებზე. ის მოიცავს ქართველთა კოლექტიურ ერთიან ცოდნას, რომელიც ქცევასა და გამოცდილებას მართავს განმეორებადი პრაქტიკისა და ინიციაციის ურთიერთმოქმედების და დიალოგური ჩარჩოს მეშვეობით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ავტორი