ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ფირდოუსი

გამოცემის წელი1963
გამომცემლობანაკადული

ათმა საუკუნემ ვერაფერი დააკლო ფირდოუსი „შაჰ-ნამეს", რომელშიც მან უდიდესი მხატვრული ძალით უმღერა თავისი ერის წარსულს. „შაჰ-ნამემ“ დიდი გავლენა მოახდინა სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის განვითარებაზე. მას კარგად იცნობდნენ აღმოსავლეთის სხვა კულტურული ხალხებიც, მათ შორის ქართველები, რომელთაც ადრევე უთარგმნიათ იგი. ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის მრავალი საკითხია გარკვეული სამეცნიერო ლიტერატურაში, მაგრამ პოპულარული ნაშრომები, მიძღვნილი აღმოსავლური (სპარსული, არაბული, თურქული) ლიტერატურის ამა თუ იმ გამოჩენილი წარმომადგენლისადმი, დღემდე თითქმის არ მოგვეპოვება. წინამდებარე წიგნის მიზანია მოკლედ მოუთხროს ახალგაზრდა ქართველ მკითხველს ფირდოუსის და მისი ბრწყინვალე ნაწარმოების შესახებ.