წინამდებარე ოცდაერთი მოთხრობა თითქმის სრულად წარმოგვიდგენს თომას მანის, ჩვენი საუკუნის დასავლური მწერლობის ამ დიდოსტატის, ნოველისტურ მემკვიდრეობას. აქ ისევე, როგორც თომას მანის განთქმულ რომანებში, მხატვრული განზოგადების უჩვეულო ძალითაა გამოხატული თანამედროვე დასავლური სამყაროს საზოგადოების სულიერი კვდომა და თავად მწერლის მაღალი ჰუმანიზმი, მისი მტკიცე რწმენა ადამიანის შემოქმედებითი უნარის და გონივრული მომავლისა.