ავტორის შესახებ
ნოდარ რუხაძე ( დ. 5 იანვარი, 1929 – გ. 25 აგვისტო, 1977 ) – ქართველი მთარგმნელი და მწერალი.
პირველი კრიტიკული წერილი მნათობში გამოაქვეყნა 1954 წელს; პირველი წიგნი „კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში“ (თანაავტორი ნ. კაკაბაძე) 1963 წელს. მას ეკუთვნის წერილები ქართული და გერმანული ლიტერატურის საკითხებზე; თ. მანის, ჰ. მანის, ჰ. ბელის, ს. ცვაიგის, ჰ. ფალადას, ბ. ბრეხტის, ფ. დიურენმატის, ფ. კაფკას, მ. ფრიშის, ე. შტრიტმატერის და სხვ. თხზულებათა თარგმანები.