ალბერტო მორავია ფსიქოლოგიური მოთხრობისა და რომანის ოსტატია, მისი ნაწარმოებები თანამედროვე იტალიური ცხოვრების
მხატვრული ქრონიკაა, იგი წერს ჭეშმარიტ ადამიანურ გრძნობებზე, უბრალო ადამიანების ოცნებებსა და მისწრაფებებზე, ტკივილსა
და მწუხარებაზე, გვიჩვენებს მათ ყოველდღიურ ბრძოლას ცხოვრების უკუღმართობასთან. მწერალი თვალნათლივ გვიხატავს ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებას. მის წაწარმოებებში გაისმის ცხარე მოწოდება ომისა და ფაშიზმის წინააღმდეგ.