მეცხრე ტომში შევიდა ავტორის მიერ პეტრიწონის ქართული მონასტრის ტიპიკონი, კრიტიკულად გამოცემული ტექსტი (წესდებისა), რომელიც 1083 წელს შეუდგენია ბიზანტიის იმპერიის დასავლეთი ნაწილის დიდ დომესტიკს (სარდალს) გრიგოლ ბაკურიანის-ძეს, ქართულ ტექსტს, რომელიც ემყარება უძველეს (XIII საუკ.) ნუსხას, ახლავს რუსული თარგმანი, ვრცელი გამოკვლევა და ლექსიკონი. შრომას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოს, არამედ ბულგარეთისა და ბიზანტიის ისტორიისთვისაც.