ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

შავი ისარი

გამოცემის წელი1983
გამომცემლობახატულა
რედაქტორიზაზა ჭილაძე

„შავი ისარი“ (ინგლ. The Black Arrow: A Tale of the Two Roses) — რობერტ ლუის სტივენსონის 1888 წელს გამოქვეყნებული რომანი. ნაწარმოები ისტორიულ-სათავგადასავლო და რომანტიკული ჟანრისაა. თავდაპირველად, 1883 წელს ქვეყნდებოდა სერიული სახით ქვესათაურით „ტანსტოლის ტყის მოთხრობები“ („A Tale of Tunstall Forest“). ნაწარმოები დაიწერა 1883 წლის დასასრულისთვის. მოთხრობა გამოქვეყნდა ჯორჯ ნორსის (ინგლ. Captain George North) ფსევდონიმით.

მოთხრობის მოქმედება ვითარდება წითელი და თეთრი ვარდების ომის პერიოდში და აღწერს ახალგაზრდა რიჩარდ (დიკ) შელტონის ისტორიას. იგი ობოლია და იზრდება გავლენიანი ფეოდალის სერ დენიელ ბრეკლის კარზე. დიკი ხდება მისი მეურვის მეგობრის, ნიკ ეფლიარდის მკვლელობის მოწმე. ეფლიარდი შავი ისრითაა მოკლული „შურისმაძიებლების მიერ“. ერთხელ, ტანსტოლის ტყეში ყოფნის ჟამს იგი შემთხვევით შეესწრება ელის დაკუორთის ყაჩაღთა რაზმის წევრების საუბარს. სწორედ ეს ყაჩაღები უსწორდებიან თავიანთ მოწინააღმდეგეებს შავი ისრებით. საუბრის მოსმენის შემდეგ ახალგაზრდა შელტონს უჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ მამამისი მისივე მეურვემ, სერ დანიელ ბრეკლიმ მოკლა. ეჭვებს ამყარებს დიკის გაცნობა მშვეიერ ჯოან სედლისთან, რომელიც ასევე ობოლია და სერ დენიელმა გაიტაცა, რათა მასზე მეურვეობისა და მისი მამულის გამგებლობის უფლება მოეპოვებინა.

შელტონის ეჭვები საკმარისი ხდება სერ დენიელისთვის, რომ მისი მოკვლა სცადოს.დიკი გარბის და „შავი ისრის“ ყაჩაღებს აფარებს თავს. მისი ამოცანა ხდება, დაიხსნას ჯოანი სერ დენიელისაგან, რასაც ბოლოს ახერხებს კიდეც, მეგობრების დახმარებით, მაგრამ ამის მცდელობის დროს იგი მისდაუნებურად,ომშიც აღმოჩნდება ჩათრეული.

მოთხრობის ერთ-ერთი პერსონაჟია ახალგაზრდა რიჩარდ გლოსტერი, მომავალში ინგლისის მეფე რიჩარდ III.