აკადემიკოს გიორგი ჯიბლაძის „კრიტიკული ეტიუდების“ ექვს ტომს, რომლებიც დღემდე გამოვიდა, უმაღლესი სასწავლებლები, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ-ტექნიკური სკოლები დამხმარე სახელმძღვანელოდ იყენებენ. „კრიტიკული ეტიუდების“ წინამდებარე VII ტომიც ძირითადად ამ დანიშნულებას ემსახურება. მასში შეტანილია გამოკვლევები, წერილები, სტატიები ლიტერატურის თეორიის, ისტორიისა და ხელოვნების საკითხებზე.